1. პროექტის სახელწოდება: ჩემი ოცნების სახლი
2.პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით: თითოეული ბავშვი შეადგენს თავისთვის სასურველი სახლის ნახაზს, გავარჩევთ სხვადასხვა კონკრეტული მასალის უპირატესობას და უარყოფით მხარეებს. შემდეგ გადაწყვეტს რა მასალით ააშენებს და შეადგენს სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდებათ სივრცული აზროვნების უნარი.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეთა დაინტერესება ზუსტი მეცნიერების და მათი ფანტაზიის ნაყოფის კავშირით. მისი რეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა. ისწავლიან ინტერვიუს აღებას, შეიძენენ კვლევის უნარჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეების მიერ შესრულებული ესკიზები, რომელიმე ესკიზის მაკეტი, ნახატები,ფოტოალბომი, პრეზენტაცია, ფოტოების გამოფენა, ბლოგები შექმნილი მასალის მიხედვით. სარგებელი სხვებისთვის, მათემატიკის პრაქტიკული გამოყენება.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: ქაღალდი, სახაზავი, მარკერი, ფოტოაპარატი, პროექტორი, კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის სახელს და მიიღებენ პირველად დავალებას. მოიფიქრონ და დახაზონ მათთვის სასურველი სახლის გეგმა. ამისათვის მეცემათ ერთი კვირა. ერთი კვირის თავზე მასწავლებელი ნახავს და მისცემს კონკრhttp://sandro8.blogspot.com/ეტულ შენიშვნებს. შესწორების შემდეგ დაიწყებენ მუშაობას: შეხვდებიან მშენებლებს, დაათვალიერებენ მშენებლობებს. მოაწყობენ დისკუსიებს და გამოფენებს.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხაზვასთან, ხატვასთან, ხელოვნებასთან, ფიზიკასთან, ინფორმატიკასთან, ისტორიასთან.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო პატაშური
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninopatahuri@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი; http://sandro8.blogspot.com/
No comments:
Post a Comment